Life Fitness Academy

გლობალური გამოცდილება. პრაქტიკული სწავლება.

განავითარეთ თქვენი უნარები, წინ წაიწიეთ კარიერაში და შთააგონეთ სხვებს ჯანსაღი ცხოვრება Life Fitness Academy-სთან ერთად.

Life Fitness Academy (LFA) არის Life Fitness-ის გლობალური სასწავლო და საგანმანათლებლო მიმართულება. ის აერთიანებს ექსპერტულ ცოდნას, პრაქტიკულ სწავლებასა და საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას, რათა ფიტნესის სპეციალისტებსა და ფიტნესცენტრებს საკუთარი მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. ვარჯიშის ტექნიკიდან და პროგრამების დაგეგმვიდან აღჭურვილობის ეფექტიან გამოყენებამდე, LFA ცოდნას ყოველდღიურ პრაქტიკასთან აკავშირებს. ვორქშოფების, პრაქტიკული ტრენინგებისა და ციფრული სასწავლო რესურსების მეშვეობით, ჩვენ ვეხმარებით პროფესიონალებს, შექმნან საინტერესო და ეფექტიანი სავარჯიშო გამოცდილება.

ფიტნესგანათლების განვითარება საქართველოში

EKS Georgia LLC-ში ჩვენი მიზანია, Life Fitness Academy-ის საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით ხელი შევუწყოთ ფიტნესის პროფესიონალების განვითარებას.

ჩვენი მიდგომა აერთიანებს სწავლების მაღალ სტანდარტებსა და პრაქტიკულ უნარებს, რომელთა თავდაჯერებულად გამოყენებაც მონაწილეებს ყოველდღიურ საქმიანობაში შეუძლიათ. ვეხმარებით დამწყებ ინსტრუქტორებს, პერსონალურ ტრენერებსა და ფიტნესმენეჯერებს, გაიღრმაონ ცოდნა, მიაღწიონ კარიერულ მიზნებს და უპასუხონ ფიტნესინდუსტრიის ცვალებად მოთხოვნებს.

ისწავლეთ. გამოიყენეთ. განვითარდით.

ჩვენი კურსები და ვორქშოფები ხელს უწყობს უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და მონაწილეებს ცოდნის გაღრმავებასა და საწვრთნელი უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება.

Life Fitness Academy ასევე გთავაზობთ კურსებს, რომელთა გავლით შესაძლებელია უწყვეტი განათლების კრედიტების მიღება. აკრედიტაციისა და კრედიტების შესახებ ინფორმაცია მოცემულია თითოეული შესაბამისი პროგრამის აღწერაში.

მიუხედავად იმისა, ახლა იწყებთ კარიერას ფიტნესში თუ უკვე არსებულ გამოცდილებას აფართოებთ, ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენებაში.

გაიცანით ჩვენი ტრენერები

განათლება წარმატების გასაღებია

ჩვენი მისიაა ცოდნის გაზიარება და ისეთი ფიტნესპროფესიონალების განვითარება, რომლებიც სხვებს ჯანსაღი ცხოვრებისკენ შთააგონებენ. გადადგით შემდეგი ნაბიჯი თქვენს პროფესიულ განვითარებაში EKS Georgia LLC-სა და Life Fitness Academy-სთან ერთად.

Your experience is important to us. We use cookies to personalize and continuously optimize your visit.